ახალი ამბები
სოფლის მოსახლეობამ ეკლესიის მშენებლობა საკუთარი სახსრებით განაახლა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში ამაღლების ეკლესია შენდება. მშენებლობა სოფლის ცენტრში მიმდინარეობს. 

ახალი სამლოცველოს აგება გასულ წელს გადაწყდა და თანხა სოფლის მოსახლეობამ შეაგროვა. შეგროვებული თანხით საძირკველის ჩაყრა და კედლის მცირე ნაწილის აშენება მოხერხდა.

რამდენიმე დღის წინ, მრევლს სამშენებლო მასალები (ქვიშა და ცემენტი) ერთ-ერთმა კომპანიამ გაუგზავნა. ამის გამო, ახალგაზრდებმა მშენებლობის გაგრძელება შეძლეს.

ქვახვრელი ისტორიულ წყაროებში პირველად მე-10 საუკუნის ამბების თხრობის დროს იხსენიება. ქართლის ცხოვრების მიხედვით, 978 წელს საქართველოს გაერთიანებისთვის მებრძოლ ბაგრატ მეფეს უფლისციხის (ქართლის) გასაღები იოანე მარუშისძემ სწორედ ქვახვრელის ტერიტორიაზე, ზედაველაზე გადასცა. ქვახვრელის ღვთისშობლის ეკლესია ცნობილია იმით, რომ ის კლდეში ნაკვეთია. ახალი ეკლესია კი, სოფლის ცენტრში აიგება.



Print

სტატიის გამოყენების პირობები