ახალი ამბები
ტურიზმის ცენტრის თანამშრომლებმა გორში ბავშვებისთვის საქველმოქმედო აქცია ჩაატარეს
გორის მუნიციპალიტეტის ტურიზმის ცენტრის თანამშრომლებმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საქველმოქმედო აქციით აღნიშნეს. 30-მდე თანამშრომელმა სოციალურად დაუცველი პატარებისთვის სისხლი უანგაროდ გაიღეს.

განყოფილების ხელმძღვანელის, რობერტ მაღლაკელიძის თქმით, კულტურის სააგენტოს დღეს ყოველმხრივ დატვირთული დღე ჰქონდა.

,,თუკი ჩვენი სააგენტოს კულტურის განყოფილება ქალაქში ბავშვთა გასართობ სხვადასხვა ღონისძიებებს მართავს, ტურიზმის სფეროს მუშაკები შეჭირვებული ბავშვების დასახმარებლად სამედიცინო ცენტრში მოვედით" - აცხადებს რობერტ მაღლაკელიძე.

Print

სტატიის გამოყენების პირობები