ახალი ამბები
ნიქოზში მოზარდები ,,კლდეზე ცოცვაში" შეეჯიბრნენ
ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ზემო ნიქოზში, წმ. ალექსანდრე ოქროპირიძის სახელობის სკოლის ტერიტორიაზე ჩატარდა სპორტული ფესტივალი ბოლდერინგში (კლდეზე ცოცვა), რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ნიქოზის და თბილისის გუნდებმა.

გამარჯვებულები გამოვლინდნენ სამ ასაკობრივ კატეგორიაში, როგორც გოგონებში, ისე ვაჟებში.

ვაჟები:

10 წ. – გიორგი თედეევი (ნიქოზი)
12 წ. – ლუკა გვიმრაძე (ნიქოზი)
14 წ. – ნიკოლოზ ბერუაშვილი (თბილისი)

გოგონები:

10 წ. ანა ჩიღვინაძე (თბილისი)
12 წ. მარიამ მელანაშვილი (ნიქოზი)
14 წ. მარიამ ლიპარტელიანი (თბილისი)

შეჯიბრების ორგანიზატორი იყო საქართველოს ეროვნული ფედერაცია ,,სპორტი ყველასათვის", შეჯიბრების მხარდამჭერი გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების და ხელშეწყობის სააგენტო.

ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიასთან არსებული სკოლა, სადაც მოზარდებს შორის სპორტული შეჯიბრი გაიმართა, 2008 წლის ომის შემდეგ მეუფე ისაიას ინიციატივით დაფუძნდა.

პოლონეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით სკოლაში გახსნილია სახვითი ხელოვნების და ანიმაციური ფილმების წრე, სადასაც ცხინვალის მოსაზღვრე სოფლებში მცხოვრები ბავშვები ქართულ და უცხო ენებს, ანიმაციასა და ხელოვნების სხვადასხვა დარგებს ეუფლებიან.




Print

სტატიის გამოყენების პირობები