ახალი ამბები
გორის მერის თანაშემწე ფეისბუქზე მის მიერ გამოქვეყნებულ კომენტარის გამო წუხს
გორის მერის თანაშემწემ, კახაბერ ბლიაძემ აღიარა ის ფაქტი, რომ იგი იმ კომენტარის ავტორია, რომლის გამოც, ამავე მერიის ყოფილმა თანამშრომელმა მას ბოდიშის მოხდა მოსთხოვა.

ამის თაობაზე, კახაბერ ბლიაძემ განმარტებას სოციალურ ქსელშივე გააკეთა. საქმე ეხება შვილმოკლული მამის, ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციებს, რის შესახებაც მერიის თანამშრომლები სოციალურ ქსელში პოზიციებს აფიქსირებდნენ.

,,მინდა განმარტება გავაკეთო ჩემს კომენტართან დაკავშირებით. სხვადასხვა ძალების და პირების მიერ ზაზა სარალიძის მდგომარეობის გამოყენებამ გამოიწვია ჩემი გაღიზიანება, რის გამოც კომენტარებში აღელვების ნიადაგზე დავაფიქსირე ჩემი პოზიცია, რომელიც შესაძლოა ნაწილობრივ არაკორექტული იყო, რის გამოც ვწუხვარ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ ჩემი, როგორც კახა ბლიაძის პოზიცია აღელვებისა და გაბრაზების ნიადაგზე გამოხატული. დავამატებ იმასაც, რომ მჯერა ამ საქმეზე აუცილებლად დადგება სამართლიანი განაჩენი და ყველა დამნაშავე აუცილებლად აგებს პასუხს კანონის წინაშე." - აცხადებს კახაბერ ბლიაძე.

მისი თავდაპირველი პოსტის შინაარსი კი, ასეთი იყო:



მერიის თანამშრომლები, კახაბერ ბლიაძე და დათო ბზიშვილი ფეისბუქზე ,,საუბრობდნენ" იმის შესახებ, თუ რამდენად შესაძლებელია პარალელების გავლება ,,ნაციონალურ მოძრაობის" მმართველობის პერიოდსა და ,,ქართული ოცნების" ყოფნის პერიოდში ჩადენილ დანაშაულებებს შორის.

კახაბერ ბლიაძის თავდაპირველი კომენტარი სააშკარაოზე მერიის ყოფილმა თანამშრომელმა ლაშა ჯიოშვილმა გამოიტანა, რომელიც ასევე იყო ,,თავისუფალი დემოკრატების" წევრი. მისი თქმით, საჯარო მოხელე მსგავსი შინაარსის პოსტებს არ უნდა აქვეყნებდეს..
Print

სტატიის გამოყენების პირობები