ახალი ამბები
გორში შარტავას ქუჩაზე მოძრავ სამშენებლო ტექნიკას მიწისქვეშა კომუნიკაციებმა ვერ გაუძლო
ქალაქ გორში, შარტავას ქუჩაზე მიწისქვეშა კომუნიკაციები დაზიანდა და რამდენიმე კვირაა გადათხრილია.

ამის მიზეზი მძიმე ტექნიკის მოძრაობა გახდა, რომლითაც სამშენებლო მასალები ნინოშვილის ქუჩაზე გადაჰქონდათ. ნინოშვილის ქუჩაზე საგზაო სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

შარტავას ქუჩაზე მცხოვრებლები აღნიშნავენ, რომ პრობლემა მშენებლების დაუდევრობამ გამოიწვია.

მათი თქმით, შარტავას ქუჩა სამშენებლო მასალებით დატვირთული ტექნიკის სადგომად იყო გამოყენებული. 

კონკრეტულად კი, #92 სახლთან მიწისქვეშა კომუნიკაციებმა სატვირთო მანქანების წნევას ვერ გაუძლო. იქ, სადაც ასფალტის საფარი გაჭრილია და მხოლოდ მიწაყრილია, წყლის კომუნიკაცია დაზიანდა.

მიწაყრილების არასათანადო წესით დამუშავება გახდა, მაგალითად, სოფელ ქვახვრელში, სასმელი წყლის მილის გახეთქვის მიზეზი. იმ დროს, როდესაც სატვირთო მანქანამ მიწაყრილზე გადაირია, სასმელი წყლის ცენტრალური მილი გახეთქა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები