ახალი ამბები
გორის ცენტრში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გატეხეს
გორის ცენტრში, უნივერსიტეტის შენობასთან, სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გატეხეს. ამის თაობაზე გორის შს სამმართველოს თანამშრომლებმა გამოძიება დაიწყეს.

შემთხვევა, სავარაუდოდ, ღამით მოხდა. გატეხილი აპარატი, მაღაზიის მფლობელებმა დილით შეამჩნიეს.

აპარატში თანხა აღარ დევს. გამომძიებლები ელოდებიან სპეციალისტის პასუხს დაკარგული თანხის ოდენობასთან დაკავშირებით.



Print

სტატიის გამოყენების პირობები