ახალი ამბები
გამყოფ ხაზთან გაუჩინარებული სასულიერო პირი წმინდა გიორგის ეკლესიაში წასვლას აპირებდა
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ დვანში აცხადებენ, რომ გაუჩინაურებული სასულიერო პირი წმინდა გიორგის ეკლესიაში წასვლას აპირებდა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ადგილობრივმა მკვიდრმა, ვანო მახაჭაშვილმა განუცხადა. 

მისი განმარტებით, დღეს, დილით 7 საათზე, მამა იოანემ (ოხანაშვილი)  ეკლესიაში წაყოლა შესთავაზა: ,,დილის 7 საათი იქნებოდა. ფეხით მოდიოდა მამაო და მითხრა, ეკლესიაში მივდივარ ფეხით და ხომ არ გამომყვებიო" - აცხადებს ვანო მახაჭაშვილი.

მას შემდეგ სასულიერო პირი აღარავის უნახავს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამბობენ, რომ სასულიერო პირი რუსეთის მესაზღვრეებმა დააკავეს, ოღონდ არა წმინდა გიორგის ეკლესიასთან, არამედ დვანი - მუგუთის მიჯნაზე. წმინდა გიორგის ეკლესია კი, მდებარეობს დვანსა და ზემო დვანს შორის.

მამა იოანე (ოხანაშვილი) დირბის კვირაცხოვლის ეკლესიის წინამძღვარია. მისი მანქანა და ტელეფონი სწორედ იმ ეკლესიის ეზოში ნახეს, სადაც მსახურობს. დირბის ეკლესია გამყოფ ხაზთან საკმაოდ დაშორებულია.

იხ. ამავე თემაზე:

დირბში გაუჩინარებული მღვდლის მანქანა და ტელეფონი ეკლესიასთან ნახეს
Print

სტატიის გამოყენების პირობები