ახალი ამბები
შსს-ში 2800 პოლიციელი საწვიმრებით აღჭურვეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, 2800 პოლიციელისთვის საწვიმრები შეიძინეს. ამის შესახებ ლოჯისტიკის სამსახურის უფროსმა წერილობით ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსს 2018 წლის 1 ივნისს აცნობა.

,,უკანასკნელ პერიოდში ქალაქში განვითარებულმა მოვლენებმა გამოიწვია, სხვადასხვა ადგილებში შს სამინისტროს თანამშრომლების მობილიზების აუცილებლობა, რათა დაცული ყოფილიყო ერთის მხრივ საზოგადოებრივი წესრიგი და მეორეს მხრივ ადამიანების უსაფრთხოება. ამასთან აღნიშნულს დაემთხვა ის გარემოება, რომ უკანასკნელ პერიოდში ხშირ იყო ნალექიანი ამინდი, რამაც გამოიწვია საწყობში არსებული ერთჯერადი საწვიმრების გახარჯვა." - აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

ლოჯისტიკის სამსახურიდან შესყიდვების სააგენტოს წარმომადგენლებს აცნობეს, რომ აუცილებელია დროულად იქნეს შეძენელი საწვიმარი ლაბადები:

,,შეუძლებელია აღნიშნული პროცესების მართვა, ვინაიდან საკუთარი პოზიციის დაფიქსირების უფლება და გამოხატვის თავისუფლება კონსტიტუციითა განსაზღვრული და მისი შეზღუდვა დაუშვებელია." - აღნიშნავენ შსს-ში.

შეგახსენებთ, ერთი თვეა, თბილისში, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. თავდაპირველად, კლუბ ,,ბასიანსა" და ,,გალერეში" ჩატარებული სპეცოპერაციების გამო, ხოლო ბოლო 5 დღეა არასრწულწლოვან დავით სარალიძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით.
Print

სტატიის გამოყენების პირობები