სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების სამსახურის
წარმომადგენლები დირბის ეკლესიის წინამძღვარს დღეს საღამოს
გაათავისუფლებენ. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს
სოფელ დირბში განუცხადეს.
ადგილობრივ მრევლს უკვე აცნობეს, რომ სასულიერო პირს, მამა იოანეს
(ოხანაშვილი) 8 საათზე ერგნეთში საქართველოს შს სამინისტროს
წარმომადგენლებს გადასცემენ, შემდეგ კი, შიდა ქართლის სამხრეო
პოლიციაში გადაყვანენ დასაკითხად.
სასულიერო პირი დღეს დილით გაუჩინარდა. სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურმა დილით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ის დვანი-მუგუთის მიჯნაზე
რუსეთის სამხედროებმა დააკავეს. დვანში მცხოვრები ვასილ მახაჭაშვილი
ამბობს, რომ დირბის ეკლესიის წინამძღვარი დვანში დილის 7 საათზე ნახა.
მღვდელმა მას წმ. გიორგის ეკლესიაში გაყოლა შესთავაზა.
გაირკვა, რომ მღვდელმა მობილური ტელეფონიც და მანქანაც დირბში დატოვა,
ფეხით კი, დვანისკენ გაემგზავრა.
ფოტოებზე:
1. ფოტოზე - დირბის ეკლესიის შესასვლელთან სასულიერო პირის მანქანა
დგას, მე-2 ფოტოზე, მაგიდაზე დატოვებული მობილური ტელეფონი
სტატიის გამოყენების პირობები