ახალი ამბები
ხოვლელები სკოლის მშენებლობის განახლებას ითხოვენ
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში სკოლის მშენებლობის პროცესი კვლავ გაჩერებულია. ამის გამო, ადგილობრივი მოსახლეობა დღეს მშენებარე ობიექტთან შეკრებას აპირებდა, მათ ნაცვლად სოფელში სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს თანამშრომლები გამოჩნდნენ. სკოლის დირექტორმა კი, ჟურნალიტებს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა.

მოსახლეობა მშენებლობის გაგრძელებას ითხოვს.

ხოვლეში ახალი სკოლის მშენებლობა 2016 წელს დაიწყო და 2017 წლის 24 ივლისს უნდა დასრულებულიყო. სამუშაოებს კომპანია ,,ბლოკ ჯორჯია" აწარმოებდა, თუმცა პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების 50%-იც არაა შესრულებული.

კასპის მერიაში აცხადებდნენ, რომ განათლების სამინისტროს ინფრასტრუქტურის სააგენტოს ახალი ტენდერი უნდა გამოეცხადებინა, თუმცა ეს პირობა არ შესრულდა. დამატებით დეტალებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

ხოვლის სკოლის დაუმთავრებელი პროექტის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა რეპორტაჟი 2017 წლის ზაფხულში მოამზადა.

იხ. ამავე თემაზე:

ხოვლეში სკოლის მშენებლობა ,,ბლოკ ჯორჯიამ" არ დაასრულა (PHOTO/VIDEO)
Print

სტატიის გამოყენების პირობები