ახალი ამბები
სტუდია ,,იბერიას" მოსწავლეებმა წმინდაწყალზე დასუფთავების აქცია გამართეს
გორში გრძელდება, კერძო თუ სახელმწიფო ორგანიზაციების მიერ, სპეციალურად შერჩეულ ადგილებზე დასუფთავების აქციების მოწყობა, რომელსაც ორგანიზებას გარემოსდაცვითი ორგანიზაცია CENN უწევს. მოჭიდავეებისა და სტუდენტების შემდეგ, ამჯერად, კამპანიას მუსიკისა და ცეკვის სტუდია ,,იბერიას" მოცეკვავეები შეუერთდნენ.

სტუდია ,,იბერია"-ს წარმომადგენლებმა, აქციის მოსაწყობად, წმინდაწყალზე, ვოლოგდის დასახლების დანაგვიანებული შესასვლელი შეარჩიეს.

დასუფთავების აქციაში მონაწილეობა მოცეკვავეების გარდა, სტუდიის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა და პედაგოგებმა მიიღეს. გარემოსდაცვითმა ორგანიზაციამ ისინი დასუფთავებისთვის საჭირო ინვენტარით მოამარაგა.

კამპანია - ,,გარემოს გულისათვის ‘’ მიზნად ისახავს საგანმანათლებლო დაწესებულებების, კერძო კომპანიების, არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციების, ასევე, ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვას საქართველოში სუფთა და მწვანე გარემოს შენარჩუნებაში. კამპანია ხორციელდება CENN-ის WMTR II პროგრამის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით და USAID-ის მხარდაჭერით.

Print

სტატიის გამოყენების პირობები