ახალი ამბები
ლიახვში დაკარგულ ცხინვალელ მოქალაქეს გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოძებნიან
მდინარე დიდ ლიახვში, 51-წლის ცხინვალელი მამაკაცი დაიკარგა, რომელსაც ადგილობრივი სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ჯერ ვერ მიაგნეს. ამის შესახებ ინფორმაციას ოსური მხარე ავრცელებს. დე-ფაქტო რესპუბლიკის სამაშველო სამსახურის წარმომადგენლების ცნობით, ადიდებულმა მდინარემ მამაკაცი სავარაუდოდ საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებულ ტერიტორიისკენ წაიღო.

51-წლის მამაკაცი 6 ივნისს საღამოს დაახლოებით 18 საათზე მდინარემ წაიღო. ეს ამბავი დღეს ერგნეთში მიმდინარე მოლაპარაკების დროს ქართულ მხარეს აცნობეს.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე რამდენიმე საკითხი იხილება. მათ შორის, ცხინვალის იზოლატორში წამებით გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის საქმე. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები კატეგორიულად ითხოვენ. 
Print

სტატიის გამოყენების პირობები