ახალი ამბები
გორის სტუდენტების 3 მოთხოვნა ძალაში რჩება
სამოქალაქო აქტივიზმის ფორმატში ჩატარებულ აქციის დროს გორის სტუდენტებმა მოთხოვნები სამ ლოკაციაზე წარადგინეს. თავდაპირველად, ნაციონალური მოძრაობის, შემდეგ - ,,ქართული ოცნების", ხოლო ბოლოს გორის მერიის შენობის წინ გაჩერდნენ.

აქციის წევრებმა მოთხოვნები სამ პუნქტად წარადგინეს:

1. ნაციონალური მოძრაობის ოფისის წინ დაგმეს წინა ხელისუფლების პერიოდში დაშვებული შეცდომები და გადაცდომები; 2 ქართული ოცნების ოფისთან მოითხოვეს სამართლიანად გამოძიება ყველა იმ საქმისა, რომელზეც საზოგადოებაში კითხვები გაჩნდა, კერძოდ, დროულად გამოვლინდეს თბილისის 51-ე სკოლის მოსწავლის, დავით სალარიძის მკვლელობის საქმეში ყველა დამნაშავე, სტატუსის მიუხედავად. 3. გორის მუნიციპალიტეტის მერიასთან მოითხოვეს მერთან შეხვედრა და მისი თანაშემწის კახაბერ ბლიაძის თანამდებობიდან გათავისუფლება.

კახაბერ ბლიაძემ სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქზე" გამოაქვეყნა სტატუსი, სადაც აცხადებდა, რომ ,,ანგელოზი არც გარდაცვლილი მოზარდი" იყო. კომენტარის შინაარსი აქციის მონაწილეებმა ამორალურად მიიჩნიეს და აცხადებენ, რომ მიზნის მისაღწევად ბოლომდე იბრძოლებენ. კახაბერ ბლიაძემ მეორე დღეს ,,ფეისქბუზე" გამოაქვეყნა სტატუსი და აღნიშნა, რომ მისი გამონათქვამი აღელვების ნიადგზე გაკეთდა და ამის გამო წუხს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები