ახალი ამბები
გორის თასის ტურნირზე გატანილი ბურთებით კომბინატი ლიდერობს
26 გუნდიდან, რომელიც ,,გორი 2018"-ის თასის მოსაპოვებლად იბრძოდა, ასპარეზს მიღმა 18 გუნდი დარჩა.

ჩემპიონატზე წარმატებით ქალაქის ორი უბნის: კომბინატისა და წმინდაწყლის ფეხბურთელები ასპარეზობენ. სოფლებიდან კი, ვარიანი, ზერტი(მეჯვრისხევი), სკრა, ტყვიავი, ძევერა.

რაც შეეხება მერიის თანამშრომელთა გუნდს, მისი წევრები თავს ,,ნეიტრალურ" ფეხბურთელებად თვლიან.

8-ვე გუნდი ხვალ 8 ივნისს, ერთმანეთს მეოთხედფინალში დაურპისიპირდება. მეოთხედფინალამდე გატანილი გოლებით, კომბინატის გუნდი გამოირჩევა. შემდეგ მოსდევს - ზერტი(მეჯვრისხევი)

ბურთების რაოდენობა:

კომბინატი - 13 გოლი
ზერტი (მეჯვრისხევი) - 10 გოლი
ვარიანი - 9 გოლი
მერია - 6 გოლი
სკრა - 5 გოლი(ხუთივე პენალტებით)
ტყვიავი - 5 გოლი (აქედან 2 პენალტებით)
ძევერა - 4 გოლი
წმინდაწყალი - 4 გოლი

მეოთხედფინალი გაიმართება 8 ივნისს, ჭალისა და ვერხვების ახლადგახსნილ სტადიონზე. დასაწყისი

ჭალის სტადიონზე: 18.30 სთ. ტყვიავი – ძევერა; 19.15 სთ. მერია – წმინდაწყალი

ვერხვების სტადიონზე: 18.30 სთ. სკრა – კომბინატი; 19.15 სთ. ვარიანი – მეჯვრისხევი.

შეგახსენებთ, ,,გორი 2018"-ის თასის მოსაპოვებლად 20-მდე გუნდი იბრძვის, მათ შორის, როგორც ქალაქში, ასევე, სოფლებში დაკომპლექტებული გუნდები.

ფინალური შეხვედრა თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის სტადიონზე ჩატარდება. გამარჯვებულ გუნდს ,,გორი 2018"-ის გარდამავალი თასი გადაეცემა.

,,ეს თასი საბოლოოდ დარჩება იმ გუნდს, რომელიც მომავალ ჩემპიონატებზე სამჯერ მოიპოვებს მას. აღნიშნული ტურნირი წელს იწყება და ტრადიციულ სახეს მიიღებს," - აღნიშნავს ვასილ ბალახაძე.

გარდა ამისა, ტურნირის მიმდინარეობისას გამოავლენენ საუკეთესო ფეხბურთელს, ბომბარდირს, მეკარეს, მაყურებელთა სიმპატიას.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები