ახალი ამბები
ბაზალეთის ტბაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო
ტრაგედია მოხდა ბაზალეთის ტბაზე. გვიან საღამოს, სათევზაოდ წასული, 20 წლამდე ასაკის მამაკაცი წყალში დაიხრჩო.

გარდაცვლილი სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში წუხელ გადაასვენეს. გამოძიებას მცხეთის შს სამმართველოს პოლიცია აწარმოებს.

ახალგაზრდა მამაკაცი გორის მუნიციპალიტეტის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები