ახალი ამბები
ბერძენაულის გუნდი მინი ფეხბურთში ,,ფრონეს ხეობის" თასის მფლობელი გახდა
მიმდინარე წელს, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერძენაულის კიდევ ერთი გუნდი გახდა ჩემპიონი. მუნიციპალიტეტის მასშტაბით ჩატარებულ ტურნირზე ამ სოფლის მოსწავლეებით დაკომპლექტებულმა გუნდმა ,,ფრონეს ხეობის" თასი მოიპოვა.

ფინალურ შეხვედრაზე ბერძენაულელებმა დაამარცხეს ბრეძას გუნდი და პირველი ადგილი აიღეს. ფოტოებს სკოლის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ერთი თვის წინ. ბერძენაულის სკოლის მოსწავლეებმა მუნიციპალიტეტის თასი ფრენბურთშიც მოიპოვეს.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერდა, რომ მუნიციპალიტეტის მასშტაბით ჩატარებულ ფრენბურთის ტურნირში, პირველი ადგილი დაიკავეს ბერძენაულის საჯარო სკოლის როგორც გოგონების, ასევე ვაჟების გუნდებმა.

ვაჟებმა ფინალში მეზობელი სოფლის, ფცის გუნდი, ხოლო გოგონებმა - საციხურის სკოლის გუნდი დაამარცხეს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები