ახალი ამბები
გორში მაღაზია გაქურდეს - წაღებულია ტანსაცმელი
ამ წუთებში გორის შს სამმართველოს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები გორში ერთ-ერთ მაღაზიაში იმყოფებიან და საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.

როგორც ირკვევა, გვიან ღამით მაღაზია გაქურდეს. შემთხვევა გორგასლის ქუჩაზე, კომბინატის დასახლებაში მოხდა. 

პოლიციასთან ერთად საქმის საგამოძიებო პროცესში კრიმინალისტიკური სამსახურის წარმომადგენლებიც ჩაერთნენ. გამოძიება ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.

წინასწარი ცნობით, უცნობი პირები მაღაზიაში ფანჯრიდან შევიდნენ, რომლებმაც ტანსაცმელი შენობის უკანა გასასვლელიდან გაიტანეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები