ახალი ამბები
ხის წაქცევის საშიშროების შესახებ კასპის მერი მრავალჯერ გააფრთხილეს
კასპში, სტალინის ქუჩაზე ხე წაიქცა. ხის ტოტებმა სადენები გაწყვიტა, რომელიც იქვე მდებარე რკინის ღობეებზე დაეცა.

შემთხვევა დღეს დილით ქეჩარუხის დასახლებაში მოხდა.

ავარიული სიტუაციის გამო, ელექტროენერგია დროულად გაითიშა. ტერიტორიაზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მივიდნენ. 

მოსახლეობა აცხადებს, რომ ხის წაქცევის საშიშროების შესახებ, კასპის მერია არაერთხელ გააფრთხილეს. მიუხედავად ამისა, შესაბამისი ზომები დროულად არ იქნა გატარებული.
Print

სტატიის გამოყენების პირობები