ახალი ამბები
გორის საკრებულოს თავმჯდომარის მეორე მოადგილეს უფლებამოსილებას უზრდიან
დღეს, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა იმართება. დეპუტატების უმრავლესობა 24 საკითხზე მსჯელობს. 

საკითხებს შორის საკრებულოს რეგლამენტში ცვლილებების შეტანის შესახებ ახალი დადგენილების პროექტია წარდგენილი. პროექტის მიხედვით, სხდომას, თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მოადგილეები წარუძღვებიან.

აქამდე მოქმედი რეგლამენტით, იმ შემთხვევაში, თუ სხდომის თავმჯდომარე არ ესწრებოდა შეხვედრას, მის მოვალეობას - მოადგილე ასრულებდა. ხოლო თუ მოადგილეც არ იმყოფებოდა სხდომაზე, მაშინ უხუცესი წევრი.

მიუხედავად ამ ნორმის არსებობისა, ერთი თვის წინ, საკრებულოს სხდომაზე პრობლემა შეიქმნა. სხდომაზე არც თავმჯდომარე და არც მისი პირველი მოადგილე იმყოფებოდა. სხდომას კი, უხუცესი წევრი ვერ გაუძღვა, რადგან არსებობდა თავმჯდომარის კიდევ ერთი - მეორე მოადგილე. 

რეგლამენტის აქამდე მოქმედი ნორმით, მეორე მოადგილემ სხდომა ვერ წაიყვანა. დღეს დამტკიცებული ნორმით, სხდომას თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, წარუძღვებიან - ,,მოადგილეები'.
Print

სტატიის გამოყენების პირობები