ახალი ამბები
ძნელად აღსაზრდელი მოსწავლეების შესახებ გორში ახალგაზრდებს ფილმი უჩვენეს
გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ლიტერატურულ კაფეში SKYE კლუბის წევრებმა ახალგაზრდებს ფილმი - "თავისუფლების მწერლები" უჩვენეს.

ფილმი ეხება ახალგაზრდა ერინ გრიუველს, რომელიც ინგლისური ენის სპეციალისტია და  90- იან წლებში მუშაობას იწყებს კალიფორნიის ქალაქ ლონგ-ბიჩის სკოლაში.

ამ სკოლაში სწავლობენ ძნელად აღსაზრდელი და კრიმინალისკენ მიდრეკილი მოზარდები, თუმცა ამის მიუხედავად, ერინი ძალისხმევას არ იშურებს იმისათვის, რომ მოსწავლეებს სწავლისადმი ინტერესი გაუღვივოს.

სკოლა ცნობილია თავისი ბანდიტური ტრადიციებით, ასეთ სამყაროში კი ბევრი მოზარდი იტანჯება,ისინი ძალადობის მსხვერპლი არიან ოჯახში,ქუჩაში თუ საზოგადოებაში.თუმცა მისის ერინი მოახერხებს მათთვის საყვარელ ადგილად აქციოს სკოლა და მოსწავლეების ნამდვილი მეგობარი ხდება.

ჩვენების შემდგომ გაიმართა დისკუსია, რომელსაც თვითონ კლუბის წევრები წარუძღვნენ.

ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერებისთვის საჭირო უნარებისა და ცოდნის კლუბი (SKYE კლუბი) ქალაქ გორში 4 თვეა რაც ფუნქციონირებს. პროგრამას იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ World Vision საქართველოს წარმომადგენლობასთან ერთად ახორციელებს.

კლუბის წევრები სასწავლო კურსს (თეორია/პრაქტიკა) ოთხი მიმართულებით გადიან ესენია: ლიდერობა, აქტიური მოქალაქეობა, დასაქმებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები, სოციალური მეწარმეობა.





Print

სტატიის გამოყენების პირობები