ახალი ამბები
გორის თასის ფინალში - რაიონიდან მეჯვრისხევი, ქალაქიდან - კომბინატი გავიდა
გორის თასზე ფინალური გუნდები უკვე გამოვლინდა. 12 ივნისს ,,გორი 2018"-ის თასის მოსაპოვებლად ერთმანეთს კომბინატისა და მეჯვრისხევი გუნდები დაუპირისპირდება.

ორივე გუნდი ჩემპიონატის საწყის ეტაპზევე ფავორიტებად ითვლებოდა. ბურთების ფლობითაც ფინალამდე თანაბრად მივიდნენ.

მინი ფეხბურთის ტურნირზე ნახევარფინალური მატჩები გუშინ ჭალის სტადიონზე ჩატარდა და ასეთი შედეგებით დასრულდა:

ტყვიავი – კომბინატი 0:1 (გოლი: ემზარ ხაჩატურიანი)

მეჯვრისხევი – მერია 3:0 (გოლები: თორნიკე ცარიელაშვილი, გივი მანძულაშვილი, ნუგზარ ნაზარაშვილი)

მესამე ადგილისთვის ითამაშებენ: ტყვიავი – მერია.

ამ ეტაპზე გამოკვეთილია ბომბარდირები:

5 გოლი – ნუგზარ ნაზარაშვილი (მეჯვრისხევი), გიორგი ზარხოზაშვილი (ვარიანი); 3 გოლი – კობა ხანიშვილი, ვახტანგ ხუციშვილი (ორივე – კომბინატი), გიორგი ნაოჭაშვილი (ძევერა)

რაც შეეხება გატანილი ბურთების რაოდენობას, შედეგები ასეთია:

კომბინატი - 15 გოლი; ზერტი (მეჯვრისხევი) - 15 გოლი; ვარიანი - 9 გოლი; მერია - 9 გოლი; ტყვიავი - 8 გოლი; ძევერა - 6 გოლი; სკრა - 5 გოლი.

მთავარ ფოტოზე - მეჯვრისხევის გუნდი
ქვედა ფოტოზე - კომბინატის გუნდი

Print

სტატიის გამოყენების პირობები