ახალი ამბები
ოსიაურში დასასვენებლად ჩასულმა ახალგაზრდამ თვითმკვლელობა სცადა
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურში 35-წლამდე ასაკის მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა. შს სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11/115-ე მუხლით დაიწყო.

ოსიაურის რწმუნებულის განცხადებით, ახალგაზრდა მამაკაცი მისმა მამამ სოფლის სასაფლაოების ტერიტორიაზე ნახა, რის გამოც სამედიცინო დაწესებულებაში დროულად გადაიყვანეს. 

,,შვებულებაში იყო და სოფელში დასასვენებლად იყო ჩამოსული. გუშინ საღამოს მამამისს უნახავს სასაფლაოების ტერიტორიაზე. სხვა დეტალები ჩემთვის არაა ცნობილი. მშობლები ამბობენ, რომ დაცვაში მუშაობს. ჰყავს ასევე ცოლ-შვილი" - აცხადებს სოფლის რწმუნებული.
Print

სტატიის გამოყენების პირობები