ახალი ამბები
კასპში პროფესიული სასწავლებლის შენობის მშენებლობა დაიწყო
ქალაქ კასპში პროფესიული სასწავლებელს კომპანია ,,თბილი სახლი" აშენებს. კომპანიამ ყოფილი რაიკოოპერატივის დაუმთავრებელი შენობის დემონტაჟი უკვე დაიწყო. მის ადგილზე კი პროფესიული სასწავლებელი აშენდება.

სამუშაოები 2019 წლის ბოლოს დასრულდება. ,,თბილმა სახლმა" გაიმარჯვა ტენდერში, რომელიც სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო“ -მ გამოაცხადა.

სააგენტოს ცნობით, სასწავლებლის სამუშაოების ღირებულება 3 893 624 ლარს შეადგენს, აქედან თანხის ძირითადი ნაწილი 2 393 624 ლარი 2019 წელს დაიხარჯება..

პროექტის მიხედვით, პროფესიულ სასწავლებელს სპორტული დარბაზი ექნება.

,,პროფესიული სასწავლებელი ხელს შეუწყობს ახალგაზრდების პროფესიულ მომზადებას და შემდგომში მათ დასაქმებას." - აღნიშნავენ სააგენტოში.


Print

სტატიის გამოყენების პირობები