ახალი ამბები
როგორ გამოიყურება გორში სტალინის სახელობის რესტორანი ,,ჟოზეფი"
ქალაქ გორში, რესტორან ,,ჟოზეფით" გერმანელი ტურისტები უკვე დაინტერესდნენ. ტურისტული სააგენტოს წარმომადგენლებმა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს რესტორნის საკონტაქტო ინფორმაციის მიწოდება ჯერ კიდევ 27 მაისს სთხოვეს.

იმ პერიოდში რესტორანს საკუთარი ვებ-გვერდი www.joseph.ge ჯერ არ ქონდა.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერდა, რომ 26 მაისს, გორში რესტორანი ,,ჟოზეფი" გაიხსნებოდა. 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ახალი რესტორანი მართლაც გაიხსნა. გახსნის ცერემონიალს ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

მანამდე, რესტორანს ,,სპორტ-კაფე" ერქვა. თითქმის ერთწლიანი რემონტრის შემდეგ, ახალი შენობა გაკეთდა.

,,ჟოზეფში" მეპატრონემ სტალინის ოთახი შეინარჩუნა. სტალინის ოთახის სტრუქტურაში ცვლილებები არ შესულა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები