ახალი ამბები
გორის მერიამ 12 წვევამდელი დააჯარიმა
სამხედრო სავალდებულო სამსახურში გამოუცხადებლობის გამო გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 12 პირის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა. ამის შესახებ საქმის მასალები გორის მერიიდან სასამართლოში 12-13 ივნისს გადაგზავნეს.

მოსამართლეებმა ნინო გერგაულმა და დავით პაპუაშვილმა 12-ვე პირი სამართალდამრღვევად ცნო. 9 წვევამდელი სამხედრო განყოფილებაში, ხოლო დანარჩენი 3 წვევმდელი - გამწვევ კომისიაში გამოუცხადებლობის გამო დააჯარიმეს. პირველ შემთხვევაში 200 ლარიანი ჯარიმა, ხოლო მეორე შემთხვევაში 1000 ლარი ჯარიმაა გათვალისწინებული.
Print

სტატიის გამოყენების პირობები