ახალი ამბები
გორში 76-წლის მამაკაცი ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს
გორის შს სამმართველოს მე-3 განყოფილების (მეჯვრისხევის) თანამშრომლებმა, ოჯახში ძალადობის ბრალდებით, 76-წლის მამაკაცი დააკავეს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს შს სამინისტროს პრეს-სამსახურიდან აცნობეს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის საფუძველზე დაკავებულ მამაკაცს ბრალი გუშინ წარუდგინეს. მოსამართლემ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

გამოძიების მიხედვით, მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა რძალს და მის თანმხლებ პიროვნებას. ინციდენტს არასრულწლოვანი ესწრებოდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები