ახალი ამბები
გორში მეწარმეები დააჯარიმეს, რომლებმაც საქონელი დოლარში გაყიდეს
საქართველოს ტერიტორიაზე მიმოქცევაში არსებული ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევის გამო გორში ოთხი მეწარმე დააჯარიმეს. ამის შესახებ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა შეადგინეს.

მათი თქმით, მასალები განსახილველად სასამართლოს გადასცეს. სასამართლოში წარდგენილი ოქმების მიხედვით, ოთხივე ინდმეწარმეა. მათ მიმართადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 153-ე პრიმა მუხლი გამოიყენეს..

ოქმების მიხედვით, ინდმეწარმეებმა საქონლის რეალიზაციის დროს, საგადასახადო დოკუმენტაციაში, უცხოური ვალუტის (დოლარი) ბრუნვა აჩვენეს. თანხის საერთო რაოდენობა უცნობია.

მუხლი 153 პრიმა - საქართველოს ტერიტორიაზე მიმოქცევაში არსებული ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევა, მათ შორის, ანგარიშსწორების პროცესში უცხოური ვალუტის გამოყენება (გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა,
თავისუფალი ვაჭრობის პუნქტებისა ან/და ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა) – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას – 400 ლარის ოდენობით.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები