ახალი ამბები
ძალადობის ბრალდებით გორში ორი ქალი და 15 მამაკაცი დააკავეს
გორის პროკურატურამ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის ბრალდებით ორი ქალი და 15 მამაკაცი დააკავა.

დაკავებულ მამაკაცებს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე; (ძალადობა); 126-ე პრიმა (ოჯახში ძალადობა),120-ე მუხლის (ცემა)  და 151-ე (ადევნება) მიხედვით, წარუდგინეს.

რაც შეეხება ქალებს, ერთ-ერთი მათგანს დანაშაული გათვალისწინებული 126-ე მუხლით (ძალადობა), ხოლო მეორე მათგანს - 126-ე პრიმა (ოჯახში ძალადობა) და 120-ე მუხლით (ცემა) ბრალდება.

გორის სასამართლომ მათ მიმართ ძირითადად არასაპატიმრო ღონისძიებები გამოიყენა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები