ახალი ამბები
ჰოსპიტალის პაციენტებისთვის ბიოქიმიურ ანალიზებს დროებით ,,ავერსში" გააკეთებენ
გორის სამხედრო ჰოსპიტლის ლაბორატორიაში მწყობრიდან გამოვიდა ბიოქიმიური ანალიზატორი. ამის გამო, დროებით ვერ ხდება ამბულატორიული, სტაციონარული და გადაუდებელი პაციენტების, ასევე სამხედრო კომისიაზე მყოფი კონტინგენტის მომსახურება.

სამხედრო ჰოსპიტლის ადმინისტრაციის ცნობით, შესაცვლელია ნაწილი, რომლის ჩამოტანას ესაჭიროება დრო (20 დღე).

,,ლაბორატორიულ მომსახურების მიზნით ხელშეკრულება გაფორმდა შ.პ.ს. "ავერსის კლინიკასთან", რომლის ფარგლებში მომსახურება ხორციელდება მხოლოდ სტაციონარული და გადაუდებელი შემთხვევების დროს." - აღნიშნავენ გორის ჰოსპიტალში.

გორის სამხედრო ჰოსპიტლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში განმარტავენ, რომ ბიოქიმიური ლაბორატორიის მუშაობის შეფერხება მხოლოდ 3 დღე - 11 ივნისიდან 13 ივნისამდე გაგრძელდა. ადმინისრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, 13 ივნისიდან სამხედრო ჰოსპიტალში ლაბორატორიულ კვლევებს შპს ,,მორკოსგან" მიწოდებული ანალიზატორით ახდენდნენ.




Print

სტატიის გამოყენების პირობები