ახალი ამბები
ქარელთან მტკვრის სანაპიროზე ელექტროშოკით თევზაობდნენ
ქარელის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე​, მოქალაქე ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით თევზაობდა. ამის გამო, მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, უკანონო თევზჭერის ფაქტზე, შესაბამისი აქტი შეადგინეს.

,,საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა." - აცხადებს დეპარტამენტის პრეს-სამსახურის წარმომადგენელი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები