2018 წლის 18 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით, ყოველდღიურად, ღამის
00:00 სთ-დან დილის 07:00 სთ-მდე, რიკოთის გვირაბში იკრძალება ყველა
სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამის შესახებ ინფორმაციას
საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრეს-სამსახური ავრცელებს.
პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის
თბილისი–სენაკი–ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო
გზის 143–ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, თაღისა და
სავალი ნაწილის გარეცხვის, ჰორიზონტალური მონიშვნისა და სხვა სახის
სამუშაოები უნდა განხორციელდეს.
სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება რიკოთის საავტომობილი
გვირაბის შემოსავლელ გზაზე. დროის ამ პერიოდში რიკოთის გვირაბის
შემოსავლელ გზაზე 2 სხვადასხვა ადგილას უზრუნველყოფილი იქნება
საბუქსირე მექანიზმების მორიგეობა.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო
ზედამხედველობით და კოორდინაციით.
სტატიის გამოყენების პირობები