ახალი ამბები
ავარია გორის შესასვლელში
ცოტა ხნის წინ ავარია მოხდა გორის შესასვლელში. შემთხვევის შედეგად მძიმე დაზიანება არავინ მიიღო. ერთმანეთს მერსედესის მარკის ავტომანქანები დაეჯახა.

შეჯახების შემდეგ ერთ-ერთი მანქანა გზიდან გადავარდა. გადავარდნილ მანქანაში ოთხი ადამიანი იჯდა - ცოლ-ქმარი, შვილი და შვილიშვილი (6 წლის).

მათი თქმით, ისინი თბილისიდან გორისკენ მიდიოდნენ და გზა ტაქსმა გადაუჭრა. ტაქსიში კი, ერთი ადამიანი იჯდა. ტაქსის მძღოლი ამბობს, რომ მისი ბრალი არ იყო.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. გამოძიებას გორის შს სამმართველოს თანამშრომლები აწარმოებენ.






Print

სტატიის გამოყენების პირობები