ახალი ამბები																												
					
				
										
											სოფელ კლდუს მინდვრებზე ძროხებს დაბმულს აძოვებენ									
			
										
					
		
						
			
			
			
								.სოფელ კლდუდან მოსახლეობის საქონელი
გადამყიდველებმა ნისიად წაიყვანეს. მას შემდეგ ვაჭრები აღარ
გამოჩენილან. ადგილობრივები თაღლითებს წელიწადნახევარია ეძებენ.
7-კომლიან სოფელში მესაქონლეობის განვითარება აღარ ახსოვთ მერამდენედ
დაიწყეს. ამჯერად, კლდუს მცხოვრებლებს ახალი პრობლემა დაემატათ.
საძოვრები კეხიჯვრელმა ბიზნესმენმა და სამღვდელოების წარმომადგენლებმა
იყიდეს.
მოსახლეობის წინააღმდეგ პოლიციაში უკვე იჩივლეს - ძროხები ყანაში
გადმოდიანო. იზა ჯიოშვილი ამბობს, რომ ასეთ პირობებში იძულებულები
არიან, რომ მთის სოფელში ძროხები საძოვარზე დააბან.
			 
			
											 
					
							 
სტატიის გამოყენების პირობები