ახალი ამბები
გორიდან ,,ბოლესლავოვოს ბიზნეს კვირეულში" მონაწილეობის მისაღებად 3 ახალგაზრდა მიემგზავრება
გორიდან პოლონეთში 3 ახალგაზრდა მიემგზავრება. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მერიიდან აცნობეს. ადმინისტრაციის ცნობით, ახალგაზრდები ბიზნეს კვირეულში მიიღებენ მონაწილეობას.

,,პროექტის ფარგლებში, ჯგუფში დაკომპლექტდება 3 ახალგაზრდა წევრისგან 15–18 წლის ასაკის და მათი მზრუნველი/მომვლელი, რომ მონაწილეობა მიიღონ ამ პროექტის მე–8 გამოცემაში: „Bolesławowo Business Week“ რომელიც გაიმართება 2018 წლის 30.06 – 07.07 სოფლის მეურნეობის სკოლაში (Zespół Szkół Rolniczych Centrum Kształcenia Praktycznego) ბოლესლავოვოში." - აცხადებენ მერიაში.

Bolesławowo Business Week Starogard Gdanski Bolesławowo Business Week – ბოლესლავოვოს ბიზნეს კვირეული არის უნიკალური ღონისძიება, რომელსაც ჩვენ ორგანიზებას ვუწევთ 2011 წლიდან ვაშინგტონ ბიზნესს კვირეულთან თანამშრომლობით და ასევე ბევრ სხვა ბიზნესს პარტნიორთან ერთად პოლონეთიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან, Boeing Company–ის ჩათვლით.

პროგრამის მიზანია ახალგაზრდებს ასწავლოს მეწარმეობა და კრეატიულობა ძალიან პრაქტიკული გზით ამერიკელი კორპორაციების თანამშრომლების გამოცდილების გამოყენებით, რომლებიც მონაწილეობას იღებენ ამ პროექტში. სემინარები შექმნილია 15–18 წლის ახალგაზრდებისთვის. მთელი ღონისძიების განმავლობაში მონაწილეები დაიყოფიან ჯგუფებად, მონაწილეობას მიიღებენ ბევრ თამაშში და ბიზნესს სიმულიაციებში.

ყოველდღე ისინი შეეჯიბრებიან ერთმანეთს ისეთ ბიზნესს საკითხებში როგორიცაა: გადაწყვეტილების მიღება, ფასები, ღირებულება, ბიუჯეტი, ადამიანური რესურსები, საზოგადო ურთიერთობები და სხვა. მნიშვნელოვანი საკითხი ასევე არის, ისწავლონ და მიიღონ გუნდური თანამშრომლობის პრაქტიკული უნარ–ჩვევები, რომელიც აუცილებელია კარგი შესრულებისთვის მთელი კვირის განმავლობაში. სამუშაო ენა ინგლისურია.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები