ახალი ამბები
გუბერნატორის ინიციატივით მედია ტური ხაშურიდან დაიწყო
დღეს, შიდა ქართლის გუბერნატორი, ადგილობრივ მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან ერთად, რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ათვალიერებს. 

სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, ტურის მიზანია რეგიონალური განვითარების ფონდის თანხებით დაფინსებული პროექტების გაცნობა.

მედია ტური ხაშურის მუნიციპალიტეტიდან დაიწყო. ხაშურში შემდეგი პროექტები ხორციელდება:

სოფელ ზემო ოსიაურში დაწყო გზის მოასფალტების სამუშაოები. პროექტის ფარგლებში მოეწყობა 3 კმ-მდე მონაკვეთი, დაიგება ასფალტის საფარი და გაკეთდება სანიაღვრე არხები. პროექტი მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება. რებილიტირებული გზით სარგებლობას შეძლებს 6 სოფელი. პროექტზე მილიონამდე ლარი დაიხარჯება, რომელიც რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა.

ინტენსიურად მიმდინარეობს ქვიშხეთის გზის რეაბილიტაციაც, რომლის დასრულებაც ივლისში იგეგმება. პროექტი თანადაფინანსებით ხორციელდება და 1 მილიონამდე ლარი ჯდება. მოეწყობა 2 200 გრძივი მეტრის გზა და მიმდებარე ჩიხებში - 282 გრძივი მეტრი გზი მონაკვეთები. რეაბილიტირებული გზით ქვიშხეთის ადმინისტრაციული ერთეულის და მასში შემავალი სოფლების 3 000-მდე ადგილობრივი მაცხოვრებელი და სტუმარი ისარგებლებს.

აქტიურ ფაზაშია სურამში, 26 მაისის ქუჩის რეაბილიტაცია. უახლოეს პერიოდში დაწყება მოასფალტების სამუშაოები. პროექტი, ამავდროულად, ითვალისწინებს სანიაღვრე არხების მოწყობასაც, რაც მთლიანობაში 542 000 ლარის ღირებულებას შეადგენს. მშენებლობა მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება და გაუმჯობესებული პირობებით 800-მდე მოსახლე ისარგებლებს.

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტეზერში გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა. პროექტზე 540 999 ლარი დაიხარჯა. აღნიშნული გზით ქვიშხეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების ტეზერის, ყიფიანთუბნის და სავანისუბნის 2000-მდე ადგილობრივი მცხოვრები ისარგებლებს. პროექტის ფარგლებში მოასფალტდა 2040 გრძ.მ. სიგრძის გზა და მოხდა საგზაო მონიშვნების მოწყობა.

ხაშურის სპორტული კომპლექსის მიმდებარედ მიმდინარეობს ეზოს კეთილმოწყობა, რომლის ფარგლებშიც მოეწყობა მინი სტადიონი, საჩოგბურთო მოედანი, ავტოსადგომი, რეკრეაციული ზონები. ეზოს კეთილმოწყობაზე 700 000 ლარი დაიხარჯება. სამუშაოების დასრულება ზაფხულში იგეგმება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები