ახალი ამბები
დევნილ მოსწავლეებს ინგლისური ენის საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად არჩევენ
სამხრეთ ოსეთის (ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი) ადმინისტრაციაში მიმდინარეობს შესარჩევი კონკურსი საზაფხულო სკოლაში – ,,ინგლისური ენის საზაფხულო სკოლა საქართველოში” – მონაწილეობის მისაღებად.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ადმინისტრაციის პრეს-სამსახურიდან აცნობეს. პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, პროექტი ხორციელდება „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად“ პროგრამის ფარგლებში.

კონკურსში მონაწილეობას იღებენ 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად იძულებით გადაადგილებულ მე-9, მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეებს, რომელთაც 2017-2018 სასწავლო წლის პირველ სემესტრში ინგლისურ ენაში აქვთ შეფასება – 10 ქულა. კონკურსი ტარდება ინგლისურ ენაში წერითი გამოცდის სახით.

ინგლისური ენის ტესტებს ამერიკელი მოხალისე ჩელსი ბოიდი აფასებს, რომელიც მოღვაწეობს არასამთავრობო ორგანიზაციაში „უკეთესი მომავლისთვის“.

,,სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია მადლობას უხდის არასამთავრობო ორგანიზაცია „უჯეთესი მომავლისთვის“ ხელმძღვანელს ქალბატონ ნანა ჩქარეულს." - აღნიშნავენ ადმინისტრაციაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები