ახალი ამბები
გამყოფ ხაზთან საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს
გამყოფ ხაზთან სამი მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ცხინვალის მედია ავრცელებს.

სააგენტოების ცნობით, სამი დაკავებულიდან ერთი მათგანი, დღეს 18 ივნისს, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, ჯარიმის გარეშე გადასცეს ქართულ პოლიციას.

დანარჩენი ორი ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტის წარმომადგენლის განცხადებით, ,,დაკავებულები არიან: ქობულეთის მკვიდრი, 38-წლის ედნარ მსხალაძე. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშში მცხოვრები, 41 წლის ლეიმონ დვალიშვილი და სოფელ ახალუბნის მკვიდრი, 68 წლის რამსუნ პეტრენდიშვილი" - აღნიშნულია განცხადებაში.

დაკავება 2018 წლის 15-17 ივნისს ცხინვალის რაიონის სოფლების: არცევისა და დისევის სიახლოვეს მოხდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები