ახალი ამბები
100 წლის ომის ვეტერანს გორის მერმა დაბადების დღე მიულოცა
გორში მცხოვრებ 100 წლის ომის ვეტერანს, იაკობ ცაბაძეს, გორის მერმა დაბადების დღე მიულოცა და საჩუქრად 1000 ლარიანი ვაუჩერი გადასცა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს, გორის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს.

იაკობ ცაბაძეს საიუბილეო თარიღი კონსტანტინე თავზარაშვილთან ერთად, ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგნლებმაც მიულოცეს.

დამსახურებულ მებრძოლს ვეტერანთა კავშირისგან ღირსების ორდენი და ფასიანი საჩუქრები გადაეცა.

გარდა ამისა, იოსებ ცაბაძემ, როგორც მეორე მსოფლიო ომის ვეტერანმა, გორის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროგრამით გათვალისწინებული დახმარებებით უკვე ისარგებლა და მიმდინარე წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარების სახით ჯამში 600 ლარი მიიღო. აღნიშნული მუნიციიპალური პროგრამა ვეტერანებისთვის წლის მანძილზე ერთჯერად ფულად დახმარებასა (300 ლარი) და ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით ფულად ჯილდოს (300 ლარი) ითვალისწინებს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები