ახალი ამბები
უფლისციხეში მხატვრები გამოფენას მოაწყობენ
2018 წლის 27 ივნისს უფლისციხეში მხატვრები საკუთარ ნამუშევრებს გამოფენენ. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გორის მერიის ტურიზმის განყოფილებიდან აცნობეს.

ადმინისტრაციის წარმომადგენლის ცნობით, გამოფენა ისტორიული ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა. მხატვართა ნამუშევრების გარდა გამოფენაზე რეწვის ოსტატების შემოქმედებაც გახდება ცნობილი.

ღონისძიება საზეიმოდ 27 ივნისს 12 საათზე გაიხსნება.

გორის მერიის ტურიზმის განყოფილებაში აცხადებენ, რომ უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე ღონისძიების გამართვა ხელოვნების პოპულარიზაციის გაზრდის საუკეთესო საშუალებაა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები