ახალი ამბები
ბიისში საექსკურსიო მიკროავტობუსის მძღოლი გარდაიცვალა
დღეს, სოფელ ბიისში მიკროავტობუსის მძღოლი გარდაიცვალა, რომელსაც ბავშვები ექსკურსიაზე ჰყავდა.

,,შემთხვევა დღის მეორე ნახევარში იმ დროს მოხდა, როდესაც სატრანსპორტო საშუალება გაჩერებული იყო" - ამბობს გორის მერიის ახალგაზრდული განყოფილების უფროსი.

მისი თქმით, ექსკურსიაზე მდინარე ტანას ხეობაში გორის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული ახალგაზრდული ცენტრის მოსწავლეები იმყოფებოდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო. სავარაუდოდ, მძღოლს გულის იშემიური შეტევა დაემართა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები