ახალი ამბები
ავარია სტალინის ბაღთან პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა
სტალინის ბაღთან მომხდარი ავარია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. ამის გამო, ერთ-ერთი მოქალაქე ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის საფუძველზე დააკავეს.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ტერიტორიაზე, სადაც ავარია მოხდა, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებიც მივიდნენ.

მერსედესის მარკის ავტომანქანას უკანა მხრიდან ჰონდას მარკის ავტომანქანა დაეჯახა. შეჯახების მიზეზს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არკვევენ.

დაკავებული პირი ჰონდას მარკის ავტომანქანაში იჯდა და მას წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე შეუდგინეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი. მერსედესის მარკის ავტომანქანის მძღოლი შედარებით ასაკიანი მამაკაცია.





Print

სტატიის გამოყენების პირობები