ახალი ამბები
შიდა ქართლის ,,თავისუფალი დემოკრატების" ყოფილი ლიდერი სამუშაოდ დედაქალაქში გადავიდა
,,თავისუფალი დემოკრატების" შიდა ქართლის ორგანიზაციის ყოფილი ლიდერი თამაზ შიოშვილი  თბილისის მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მან დაუდასტურა.

მისი თქმით, მუშაობას უკვე შეუდგა და თბილისის საქალაქო სამსახურების უსაფრთხოების უზრუნველყოფა ევალება.

თამაზ შიოშვილი 2012 წლის მოწვევის, საქართველოს პარლამენტის წევრი იყო. კოალიცია ,,ქართული ოცნების" დაშლის შემდეგ, 2016 წელს ირაკლი ალასანიამ გორის მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატად დაასახელა. საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე მან დატოვა ირაკლი ალასანიას პარტია და ,,ქართულ ოცნებას" შეუერთდა. 

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მუშაობა დაიწყო გორის მერის ზურაბ ჯირკველიშვილის მოადგილედ. 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, 9 თვე სამსახურის გარეშე იყო დარჩენილი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები