ახალი ამბები
საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების შესახებ გორში დისკუსია გაიმართა
გორში, არასამთავრობო ორგანაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ის რეკომენდაციები გააცნეს, რომელიც სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ შეიმუშავა. რეკომენდაციები შეიმუშავეს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" წარმომადგენლებმა.

მათი თქმით, ზემოაღნიშნული რეკომენდაციები საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

,,რეკომენდაციების ორი პაკეტი მოიცავს საარჩევნო კოდექსსა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს და მიზნად ისახავს ორგანიზაციების მიერ საარჩევნო პროცესზე დაკვირვების შედეგად და პრაქტიკაში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრას. საარჩევნო პროცესებზე დამკვირვებელი სამი ორგანიზაციის რეკომენდაციები ეხება საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესსა და კრიტერიუმებს, აგიტაციისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების რეგულაციებს, საარჩევნო დავებს, ასევე, გადასატანი ყუთის სიას." - აღნიშნავენ შეხვედრის ორგანიზატორები.



Print

სტატიის გამოყენების პირობები