ახალი ამბები
გორში კრივის საერთაშორისო ტურნირი დასრულდა
24 ივნისს დასრულდა ჭაბუკთა შორის X სართაშორისო 4-დღიანი ტურნირი, რომელიც მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონის გიორგი კანდელაკის სახელს ატარებდა. 13 წონით კატეგორიაში მედალოსნები გამოვლინდნენ. დასკვნითი საღამო გორის გოგონათა გუნდისა და ანსამბლ ,,გორის" წევრების მონაწილეობით გაიმართა.

შეჯიბრებაში საქართველოს სხვადასხვა ქალაქების გარდა მონაწილეობას იღებდა ლიეტუვას, ბელარუსის, რუსეთის, სომხეთის და აზერბიჯანის გუნდები.

ტურნირი შოთა ჩოჩიშვილის სახელობის სასპორტო სკოლის დარბაზში მიმდინარეობდა და მისი ორგანიზატორი იყო გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების და ხელშეწყობის სააგენტო.

Print

სტატიის გამოყენების პირობები