ახალი ამბები
გორში ტოლერანტობის თასის მფლობელი გამოვლინდა
გორის ამპტანტ ფეხბურთელთა გუნდმა ტოლერანტობის თასი მოიპოვა. გამარჯვებული გუნდის წევრები მოხალისე გოგონათა და ვაჟთა გუნდების წინააღმდეგ იბრძოდნენ.

დასკვითი ტური დღეს გაიმართა.

თასის გათამაშება და მეგობრული მატჩი გაიმართა  ,,PITA-ს” (ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერების და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა) ორგანიზებითა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით.

მეგობრულ მატჩს „USAID-ის“ , “ PITA-ს” , “unag-ის“ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

,,გორელ ამპუტანთა ფეხბურთის გუნდი საკამოად წარმატებულია , მათ საქართველოს პირველობაზე არჩილ ტატუანშვილი სახელობის თასიც მოიპოვეს და მეორე საპრიზო ადგილი დაიკავეს. მერია ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდს ყოველწლიურად 50 000 ლარით აფინანსებს." - აღნიშნავენ მერიაში.

Print

სტატიის გამოყენების პირობები