ახალი ამბები
გორში გოგებაშვილის ქუჩის სარეაბილიტაციოდ ტენდერი ხელმეორედ გამოაცხადეს
ქალაქ გორში, გოგებაშვილის ქუჩის რეაბილიტაციის მიზნით, ტენდერი ხელმეორედ გამოაცხადეს. ამის გამო, ქუჩაზე მდებარე სამრეცხაოების ხელმძღვანელებს ობიექტების დემონტაჟი მოუწევთ.

ერთი თვის წინ, ანალოგიურ პროექტზე ტენდერი იყო გამოცხადებული, თუმცა მონაწილეობა არც ერთმა კომპანიის წარმომადგენელმა მიიღო. ხელმეორე ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას 15 ივლისამდე გამოავლენენ.

სამუშაოების დაწყებისთანავე ავტოსამრეცხაოებს აიღებენ. ქალაქის ხელისუფლება მათ მფლობლებელებს სამრეცხაოების გადასატანად სხვა ალტერნატიულ ფართს სთავაზობს.

ადმინისტრაციის ცნობით, სამშენებლო სამუშაოები მოიცავს მონაკვეთს, კახნიაშვილის ქუჩისა და ,,26 მაისის სანაპიროს“ შორის, სულ 360 მ სიგრძეზე. ასევე, მოწესრიგდება საკათედრო ტაძრის (ყოფილი ფრანგების ეკლესია) მიმდებარე ტერიტორია.

სამუშაოებისთვის 1,2 მლნ ლარია გამოყოფილი, რომლის დიდ ნაწილს საქართველოს მთავრობის ბიუჯეტიდან დაფარავენ. პროექტის მიხედვით, გაკეთდება საკანალიზაციო ქსელი და ბორდიურები. გზის რეაბილიტაციის შემდეგ, გორის მე-2 სკოლასთან ,,მწოლიარე პოლიციელები" დამონტაჟდება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები