ახალი ამბები
ხაშურელმა მძლეოსანმა 17-წლამდელებში ლაშა ტალახაძის რეკორდი გააუმჯობესა
ხაშურელმა სპორტსმენმა თორნიკე ტაბატაძემ, 17-წლამდელებში ლაშა ტალახაძის ატაცის რეკორდი (157 კგ.) ერთი კილოგრამით გააუმჯობესა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ძალოსნობის ფედერაციამ გაავრცელა.

ახალი რეკორდი საჩხერეში ჩატარებულ პირველობაზე გამოვლინდა, რომელიც ლაშა ტალახაძის სახელობის ძალოსნობის დარბაზში ჩატარდა.

ხაშურის სპორტული სკოლების წარმომადგენლის თქმით, თორნიკე ტაბატაძემ სპორტული კარიერა ხაშურში დაიწყო.

,,თორნიკე უკვე წელიწადნახევარია რაც საქართველოს მძლეოსანთა ნაკრების წევრია და ახლა უკვე თბილისში აგრძელებს ვარჯიშს. მისი მწვრთნელი სპორტული კარიერის დაწყებიდან, დღემდე ზურაბ ღონღაძეა."- გვითხრა, ხაშურის სპორტული სკოლების წარმომადგენელმა ვანო ხარაზიშვილმა.

შეჯიბრის დასკვნით დღეს გამარჯვებულ-პრიზიორები 94 და +94კგ. წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ.


94.კგ.
ირაკლი გაბაძე (საჩხერე) – 106,133,239.
საბა ანთაური (თბილისი. ოლიმპ.ცენტრი) – 101,129,230.
ვანო ქაზუმაშვილი (დუშეთი.ოლიმპ.ცენტრი) -102, 127, 229.

+94 კგ.
თორნიკე ტაბატაძე (ხაშური. ოლიმპ. ცენტრი) – 158, 185, 343.
აკაკი ტალახაძე (საჩხერე) – 139, 170, 309.
ზაზა ლომთაძე (ქუთაისი) 138,167, 305.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები