ახალი ამბები
წეროვანთან მომხდარი ავარიის დროს დაშავებული ერთი პირი გარდაიცვალა
წეროვანთან მომხდარი ავარიის დროს დაშავებული ერთი პირი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს.

რუსთავი 2-ის ცნობით, მცხეთის ახალი სამედიცინო ცენტრის ექიმებმა 29 წლის მამაკაცის გულის ამუშავება სცადეს, თუმცა უშედეგოდ.

არსებული ინფორმაციით, მძიმეა კიდევ ერთი პაციენტის მდგომარეობა. მას ოპერაცია უტარდება.

სატვირთო ტრაილერი თბილისი-ქსნის მიმართულებით მოძრავ სამგზავრო მიკრო ავტობუსს შეეჯახა, რის შედეგადაც 19 ადამიანი დაშავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილი დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

სააგენტო ინტერპრესნიუსის ცნობით, თურქეთის რესპუბლიკაში რეგისტრირებული ტრაილერის მძღოლი დააკავეს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები