ახალი ამბები
აზიურ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდები თხილის ბიომეურნეობებში
ჩვეულებრივი თხილის პლანტაციებისგან განსხვავებით, სადაც ქიმიური პესტიციდების გამოყენება ნებადართულია, სხვა მიდგომაა ბიომეურნეობებში, როგორც ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია ელკანას კოორდინატორი ლაშა ჭანტურია ამბობს, მოსავლის ხარისხის გასაზრდელად და აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად ბიოპრეპარატების შემუშავებასა და გამოცდებზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. ცდები ორ უცხოურ და ერთ ქართულ პრეპარატზე მიმდინარეობს.

ჭანტუარია დადებითად აფასებს სახელმწიფოს მხრიდან დაწყებულ წამლობას, თუმცა აქვე განმარტავს, რომ დასავლეთ საქართველოში თხილნარი ძირითადად რთულად მისადგომ რელიეფზეა გაშენებული. ასეთ შემთხვევებში თხილის მწარმოებელი ბიომეურნეები მავნებელთან ბრძოლას „მოიზიდე და მოკალი“ სისტემებით აპირებენ.

ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია ელკანას კოორდინატორის თქმი 2017 წელი თხილის მწარმოებლებისთვის სხვადასხვა მიზეზების გამო რთული იყო. სპეციალისტი წლევანდელ წელს ბევრად უკეთეს შედეგს ელოდება.

მედიაპროდუქტი მომზადებულია ,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ,,ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.


Print

სტატიის გამოყენების პირობები