ახალი ამბები
გადაუდებელი შემთხვევის გარდა, გორის სახანძრო-სამაშველო სამსახურის რესურსი ქირავდება
კერძო პირებისა და ორგანიზაციებისათვის გორის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ადამიანური და მატერიალური რესურსის დაქირავება ფასიანია. ამის შესახებ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე ავტოკლუბის წევრებმა განაცხადეს. აწ უკვე ჩაშლილი ღონისძიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ერთი საათით ტექნიკისა და ეკიპაჟის დაქირავება 100 ლარი ღირს. ქირავნობა არ ეხება გადაუდებელ შემთხვევებს.

,,მზად ვიყავით ღონისძიებისთვის საჭირო სამაშველო ტექნიკა დაქვექირავებინა. გვითხრეს, რომ ერთი საათის ვადით დასაქირავებლად 100 ლარის გადახდა იყო საჭირო. 6-საათიანი ღონისძიებისთვის 600 ლარი უნდა გადაგვეხადა," - განაცხადეს ავტოკლუბის წევრებმა.

,,აზგასმით აღნიშნოთ, რომ დაქირავება გახდა ფასიანი და არა გამოძახება ხანძრის დროს"- აღნიშნავენ სამაშველო სამსახურში.

გორის სახანძრო-სამაშველო შენობა 2016 წელს გარემონტდა. რეაბილიტირებული შენობის გარდა, ახალია სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, მეხანძრე-მაშველების სრული აღჭურვილობა და ავტოფარეხები. სამსახურში 46 მეხანძრე-მაშველი და ადმინისტრაციის 8 თანამშრომელი მუშაობს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები